ვაქცინა უკვე არსებობს – კარგი სიახლე კორონავირუსზე

ვაქცინა უკვე არსებობს – კარგი სიახლე კორონავირუსზე

გამოცემა Time -ის  ინფორმაციით, ამერიკელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რეკორდულად მცირე დროში შექმნეს.

ვაქცინა ამერიკულმა ბიოტექნელოგიურმა კომპანია  შესაბამისი გენეტიკური მასალის მიღებიდან 42 დღის ვადაში შექმნა და ამჟამად ტესტირების რეჟიმშია.

ამასთან, Time-ის ინფორმაციით, კორონავირუსის სამკურნალოდ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა პრეპარატ remdesivir-ის გამოცდამ, რომელიც ებოლას წინააღმდეგ შექმნეს. გამოცდა, კორონავირუსით ინფიცირებულ ამერიკის იმ მოქალაქეებზე ჩატარდა, რომელთა ევაკუაცია საკრუიზო გემიდან განხორციელდა და ამ დრომდე კარანტინში იმყოფებოდნენ.