დავით ზალკალიანი: გული მწყდება, მინისტერიალის საქართველოში ჩატარება იქნებოდა უნიკალური შესაძლებლობა, ევროსაბჭოს 47 ქვეყნის დელეგაციებისთვის გვემასპინძლა

დავით ზალკალიანი: გული მწყდება, მინისტერიალის საქართველოში ჩატარება იქნებოდა უნიკალური შესაძლებლობა, ევროსაბჭოს 47 ქვეყნის დელეგაციებისთვის გვემასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობა ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს.

ზალკალიანის თქმით, ევროპის საბჭოს მინისტერიალის თბილისში ჩატარება იქნებოდა უნიკალური შესაძლებლობა, საქართველოს, რომლის თავმჯდოამრეობაც დიდი წარმატებით მიმდინარეობს, ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის დელეგაციებისთვის ემასპინძლა.

„ჩვენი თავმჯდომარეობა მიმდინარეობს ძალიან წარმატებულად, ჩვენი პრიორიტეტები, რომლებიც აღიარებულია, როგორც ძალიან ნოვატორული და კრეატიული ინიციატივები, მათ შორის ის, რაც არის დაკავშირებული იგივე გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებასთან მიმართებაში, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, ბავშვზე ორიენტირებული  მართლმსაჯულება, დემოკრატიის განვითარება ახალგაზრდობის ჩართულობით, არის უაღრესად პოზიტიურად აღქმული. ჩვენ უკვე რამდენიმე დიდი ღონისძიება ჩავატარეთ, ხვალ გვექნება ასევე სტრასბურგში გარემოს დაცვის მინისტრის მონაწილეობით ღონისძიება სწორედ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტთან დაკავშირებით.მარტში კიდევ ვეწვევით სტრასბურგს. ასევე აპრილში არის დაგეგმილი ღონისძიებები ამ პრიორიტეტებთან დაკავშირებით და მე ძალიან გული მწყდება, რომ მართლაც ეს იქნებოდა უნიკალური შესაძლებლობა, რომ  ჩვენ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეულ წევრს და თავმჯდომარეს, რომლის თავმჯდომარეობაც მართლაც ძალიან დიდი წარმატებით მიმდინარეობს( ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეთივე წარმატებით დასრულდებოდა თბილისში), ევროპის საბჭოს წევრი 47 ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციებისთვის გვემასპინძლა“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება.

შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.