ალექსეი პუშკოვი: ქართველი ჟურნალისტები, მსუბუქად რომ ვთქვათ, უკიდურესად ეგზალტირებული ქალბატონები არიან

ალექსეი პუშკოვი: ქართველი ჟურნალისტები, მსუბუქად რომ ვთქვათ, უკიდურესად ეგზალტირებული ქალბატონები არიან

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი სტრაბურგში სერგეი ლავროვსა და ქართველ ჟურნალისტებს შორის მომხდარ ინციდენტს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება. პუშკოვის თქმით, მას ქართველი ჟურნალისტების ზეწოლა არაერთხელ განუცდია.

„ქართველი ჟურნალისტები, მსუბუქად რომ ვთქვათ, უკიდურესად ეგზალტირებული ქალბატონები არიან. მათი ზეწოლა საკუთარ თავზე არაერთხელ განმიცდია -მოსკოვშიც, სტრაბურშიც და ევროსაბჭოშიც. ისინი აგრესიულ-ისტერიული ჟურნალისტიკის ყველაზე ცუდ მოდელს მიმართავენ. მიაჩნიათ, რომ პასუხი ძირფესვიანად უნდა გამოგგლიჯონ“,-წერს პუშკოვი.

შგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც მისგან კომენტარის მოპოვებას ცდილობდნენ, „ავადმყოფები“ უწოდა.