ჩინეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფატალურმა ვირუსმა ქვეყანაში 52 ადამიანი იმსხვერპლა. გამოვლენილია ინფიცირების 406 ახალი შემთხვევა.

ჯამში კორონავირუსით ჩინეთში 2715 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 78064-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 27 794 ადამიანი. ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.