დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების რისკმა მოიმატა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების რისკმა მოიმატა

საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია - ამის შესახებ „ქრონიკას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა. სწორედ ამიტომ, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის.

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდება მთავრობის ახალი განკარგულება, რომელშიც განხილული იქნება სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში შემოსულ ადამიანებზე შესაბამისი გაძლიერებული მეთვალყურეობის დაწესება.

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, კორონავირუსის წინააღმდეგ მზადყოფნა გააძლიერონ.