გუბაზ სანიკიძემ სააკაშვილის მხარდაჭერას აგრძელებს და ამბობს, რომ ის არის ძალიან გავლენიანი:
„სააკაშვილთან შეხვედრა არის აუცილებელი, მე ასე ჩავთვალე, იმიტომ, რომ სააკაშვილი არის ძალიან გავლენიანი. ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია საქართველოში და საქართველოს მიღმა, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს. სიყვარულზე და სიძულვილზე არ არის ლაპარაკი და საერთოდ, პოლიტიკაში სიყვარულზე და სიძულვილზე ლაპარაკს თავი უნდა დავანებოთ, იმიტომ რომ ორივე აბრმავებს – ერთი თავისი სინათლით და მეორე თავისი სიბნელით. გასაკეთებელი არის სწორი და პრაგმატული არჩევანი“, - განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში სანიკიძემ.