თამაშების შვედური კომპანიის, „ბეთსონ ჯგუფის“ შვილობილის, „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის - responsible.ge-ს პლატფორმა 3 ძირითად მიმართულებას მოიაზრებს:
- პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში;
- პასუხისმგებლობა ბიზნესში;
- პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ.
2020 წელი „ევროპაბეთმა“ მორიგი სიახლით - თამაშებში რეალობის ტესტის ინოვაციური ჭკვიანი ტექნოლოგიის დანერგვით დაიწყო. „დარწმუნებული ხართ, რომ თამაშის გაგრძელება გსურთ?“ - პოპ-აპ ბანერი ყოველ ორ საათში ერთხელ ახსენებს „ევროპაბეთის“ ვებგვერდზე შესულ მოთამაშეს, სურს თუ არა თამაშის გაგრძელება. ტექნოლოგია მოთამაშეს აგრეთვე უჩვენებს თუ რამდენი თანხა აქვს უკვე დახარჯული და რამდენი - მოგებული.
რეალობის ტესტის კონტროლი ინოვაციური ჭკვიანი ტექნოლოგიაა, რომელიც წარმატებით დაინერგა ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, მალტა, გერმანია და სხვა ქვეყნები. უკვე რამდენიმე კვირაა ის საქართველოშიც ამუშავდა. მოწყობილობის მნიშვნელოვანი ფუნქცია არამხოლოდ თამაშზე დახარჯული დროის შეხსენება, არამედ ფინანსური დანაკარგისა და მოგების გაანალიზებაცაა.
რაც მთავარია, „ევროპაბეთის“ ვებგვერდზე თითოეული დეტალი მოთამაშეს აზარტული თამაშების უმთავრეს პრინციპს ახსენებს: თამაში მხოლოდ სიამოვნებისთვისაა განკუთვნილი და რომ ის გამდიდრების ერთ-ერთი მარტივი გზა სულაც არაა.
სწორედ ესაა პასუხისმგებლიანი თამაშის მთავარი პრინციპი - ითამაშო პასუხისმგებლიანად და სიამოვნებისთვის, რომელსაც „ევროპაბეთის“ მასშტაბური კამპანია ეფუძნება.
სწორედ ამ პრინციპით დაიწყო გასული წელი „ევროპაბეთმა“. მაშინ კომპანიის ბრენდ-ამბასადორმა, ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ მომხმარებელს თამაშის ნამდვილი დანიშნულება: ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის კიდევ ერთხელ შეახსენა. სლოგანი „ევროპაბეთის“ ნებისმიერ კომუნიკაციას დღემდე აქტიურად გასდევს.
სლოგანის ამოქმედებასთან ერთად, „ევროპაბეთმა“ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი კომუნიკაციის მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ მთლიანად შეზღუდა გარერეკლამა და სხვა მედიასაშუალებებში კომუნიკაციის თვითრეგულირება დაიწყო.
რეკლამის თვითრეგულირება, რომლის ფარგლებშიც, „ევროპაბეთმა“ მთლიანად შეზღუდა გარერეკლამა და სხვა მედიასაშუალებებში კომუნიკაციის რეგულირება იყო პირველი ნაბიჯი, რაც კომპანიამ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით გადადგა. 2019 წლის ბოლოს „ევროპაბეთმა“ ყველა სარეკლამო გარე ბანერი ჩამოხსნა.
გარდა თვითრეგულირებისა, „ევროპაბეთმა“ უკვე აამოქმედა მასშტაბური CSR პროექტები: მათ შორისაა, ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორობა და ამ კუთხით სხვადასხვა თამაშების, შეჯიბრებებისა და ჩემპიონატების დაფინანსება, მათ შორის, რეგიონალური ჭადრაკის ჩემპიონატების და ახალი თაობის ამ ინტელექტუალურ სპორტში აქტიურად ჩაბმა; პარასპორტის განვითარება საქართველოში, კულტურისა და სხვადასხვა სოციალური პროექტების დაფინანსება და სხვა.
პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციის ეტაპობრივი დანერგვით კომპანია უზრუნველყოფს არა მხოლოდ ცნობადობის ამაღლებასა და მომხმარებლის განათლებას ამ სფეროში, არამედ ისეთი ონლაინ ხელსაწყოების ამოქმედებას, რომლებიც უკვე დიდი ხანია, ევროპის წამყვანი გასართობი თამაშების კომპანიების პრაქტიკაში წარმატებით ფუნქციონირებს, რაშიც იგულისხმება ვიდეოვერიფიკაცია, თვითშეფასების ტესტი და სხვა ტიპის ხელსაწყოები.