ვლადიმერ ზელენსკი მთავრობას დაემუქრა, რომ თუ მაღაროელთა მიმართ დავალიანებას არ დაფარავს, ხელფასებს თავადაც ვერ მიიღებს

ვლადიმერ ზელენსკი მთავრობას დაემუქრა, რომ თუ მაღაროელთა მიმართ დავალიანებას არ დაფარავს, ხელფასებს თავადაც ვერ მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მთავრობას დაავალა, ორი თვის განმავლობაში მაღაროელთა სახელფასო დავალიანება დაფარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ თავად მოუწევთ უხელფასოდ მუშაობა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ძალიან გთხოვთ მომდევნო ორი თვის მანძილზე, მარტ-აპრილში, მთლიანად დახუროთ ყველა დავალიანება, რომელიც მაღაროელთა მიმართ არის. თუნდაც ერთი დღეც რომ გადაცდეს, ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, რომ ამ თვეებში მთავრობამაც ხელფასები არ მიიღოს“,-განაცხადა ზელენსკიმ.

მედიის ცნობით, დავალიანება მაღაროელთა მიმართ 1 მილიარდ უკრაინულ გრივნაზე მეტია.