დონალდ ტრამპი: ჩემი სურვილია, რომ უკრაინა და რუსეთი ერთმანეთში მორიგდნენ

დონალდ ტრამპი: ჩემი სურვილია, რომ უკრაინა და რუსეთი ერთმანეთში მორიგდნენ

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს, უკრაინა და რუსეთი ერთმანეთში მორიგდნენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მას უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე ჰკითხეს.

„მე მსურს, რომ უკრაინა და რუსეთმა თანხმობას მიაღწიონ. ერთმანეთში თუ მორიგდებიან, ეს შესანიშნავი იქნება მსოფლიოსთვის. თუ უკრაინა და რუსეთი რაიმე შეთანხმებას მიაღწევენ, ეს ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.