არჩილ თალაკვაძე:  მთავრობა და ხელისუფლება გააგრძელებენ სტაბილურად საქმიანობას, ჩვენ ვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის

არჩილ თალაკვაძე:  მთავრობა და ხელისუფლება გააგრძელებენ სტაბილურად საქმიანობას, ჩვენ ვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე არ საუბრობს, იგეგმება თუ არა გაზაფხულზე სამთავრობო გუნდში ცვლილებები.

„დაიცადეთ, ერთ კვირაში არის გაზაფხული. როდესმე რომელიღაც გაზაფხულზე ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ამ გაზაფხულამდე ერთი კვირაა დარჩენილი“ ,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება გააგრძელებენ სტაბილურად საქმიანობას.

„ჩვენ ვემზადებით 2020-ის არჩევნებში გამარჯვებისთვის“ ,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.