ავსტრალიაში სამგზავრო მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლას მსხვერპლი მოჰყვა

ავსტრალიაში სამგზავრო მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლას მსხვერპლი მოჰყვა

ავსტრალიაში სამგზავრო მატარებელი, რომელიც სიდნეიდან მელბურნისკენ მიემართებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევას სულ ცოტა 2 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ რამდენიმე მგზავრმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ამ ეტაპზე კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.