ჩინეთში კორონავირუსით სულ 2236 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 18345

ჩინეთში კორონავირუსით სულ 2236 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 18345

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ინფორმაციას Businesstandart-ი ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფექცით კიდევ 118 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2236-ს მიაღწია.

ამავე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ 889 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 75 465-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 18 345 პაციენტი. ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.