კიდევ ერთი საქმე, რომლის ირგვლივ ამ დრომდე ბერვი კითხვის ნიშანი არსებობს. პროკურატურამ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიება დაიწყო. დღეს ჩვენება დოკუ უმაროვის ნდობით აღჭურვილმა პირმა, ახმედ ჩატაევმა მისცა. ის სპეცოპერაციის ერთადერთი ცოცხალი მოწმეა ჩეჩენთა მხრიდან. ჩატაევი ამ ეტაპზე გლდანის ციხეში იხდის სასჯელს. ქართველმა სამართალდამცველებმა ცალხელა ახმედა სპეცოპერაციის დაკავებიდან 10 დღის შემდეგ ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. ჩატაევი ახლა სამართალს ეძებს. გარდა ამისა, ლაფანყურის მოვლენების გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას სპეცოპერაციის დროს დაღუპული ქართველი სპეცრაზმელის, არჩილ ჩოხელის ოჯახმაც მიმართა. რა მოხდა ლაფანყურში - ამას გამოძიება დაადგენს, დღეს კი ჩაატევი კიდევ რამდენიმე ეპიზოდის გამო დაიკითხა. დეტალები გიორგი მანჯავიძემ იცის, ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.