პროკურატურამ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის გამოძიება დაიწყო(VIDEO)

პროკურატურამ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის გამოძიება დაიწყო(VIDEO)

პროკურატურამ ყოფილი ხელისუფლების კიდევ ერთი მსხვერპლის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე მოწმეები იკითხებიან. ჩვენება უკვე მისცა რობაქიძის დედამ, ხოლო მისი მეგობარი, ირაკლი მიქაბერიძე დაკითხვაზე დღეს დაიბარეს. ამ ეტაპზე უცნოია, როდის დაკითხავენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოწმეს, რომელიც რობაქიძის მანქანაში ნაპოვნი იარაღის წარმომავლობაზე საუბრობს. ოჯახმა მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით 8 ნოემბერს მიმართა. რობაქიძის მშობლები მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვასაც მოითხოვენ. ბუტა რობაქიძის გარდაცვალებიდან დღეს რვა წელი გავიდა. 19 წლის რობაქიძე 2004 წელს, გიორგობის ღამეს დიდუბის პანთეონთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოკლეს