NATO რუსეთს მოუწოდებს აღმოსავლეთ უკრაინიდან სამხედრო ძალები გაიყვანოს

NATO რუსეთს მოუწოდებს აღმოსავლეთ უკრაინიდან სამხედრო ძალები გაიყვანოს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსპიკერმა, ოანა ლუნჯესკომ განაცხადა, რომ აუცილებელია, რუსეთმა ტერიტორიიდან ძალები გაიყვანოს, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ოანა ლუნჯესკოს თქმით, ნატო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„შეშფოთებულები ვართ რუსეთის მხრიდან მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის ესკალაციის გამო. ეს ძირს უთხრის მინსკის შეთანხმებებსა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობას. ნატო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია ოანა ლუნჯესკუს განცხადებაში, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.

18 თებერვალს დაახლოებით დილის 5:00 საათზე, დონბასში პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინულ პოზიციებზე შეტევა მიიტანეს. დილის 10:00 საათის შემდეგ ბრძოლა დასრულდა, უკრაინულმა მხარემ თავისი პოზიციები შეინარჩუნა. შეტევას ერთი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა.