როდის დაიბარებენ ვანო მერაბიშვილს პროკურატურაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო მერაბიშვილთან დაკავშირებით საქმის მასალებს დღეს გადაუგზავნის მთავარ პროკურატურას. საქმე ეხება ვანო მერაბიშვილის მხრიდან შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში თანამდებობრივი უფლებამოსილებების გადამეტებას. კერძოდ, საუბარია გირგვლიანის მკვლელობის შემდგომ პერიოდზე. მაშ ასე, როდის დაიბარებენ ვანო მერაბიშვილს პროკურატურაში - სამინისტროში გამართულ ბრიფინგს თორნიკე კვერენჩხილაძე ესწრებოდა, ის ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება.