სოზარ სუბარი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ გაერთიანებაზე: წარმატებას ვერ ვუსურვებთ ვერც ერთ მათგანს, რადგან ეს არ იქნება ქვეყნის წარმატება

სოზარ სუბარი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ გაერთიანებაზე: წარმატებას ვერ ვუსურვებთ ვერც ერთ მათგანს, რადგან ეს არ იქნება ქვეყნის წარმატება

კარგი იქნება, თუ გამოჩნდება ღირსეული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომელმაც გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება შეაფასა.

„ძალიან საინტერესო იყო გიორგი მარგველაშვილის განცხადება. ერთი მხრივ, საუბრობენ რუსულ საფრთხეზე, პრორუსულ ძლებზე და მეორეს მხრივ, ერთად სხედან ბოკერია, ბურჯანაძე და მესამეს მხრივ, მისი პირველი გამოსვლა პოლიტიკაში დაბრუნების დღე აღინიშნა იმით, რომ ოდა მიუძღვნა ქალბატონ ბურჯანაძეს, როგორც გამოჩენილ პოლიტიკოსს და საქართველოს მომავალს. ძალიან საინტერესო იყო ყველას ამის ერთად ხილვა“, - დასძინა სოზარმა.

წამყვანის კითხვაზე, განიხილავს თუ არა მარგველაშვილს როგორც ოპონენტს, სუბარმა განაცხადა, წარმატებას ვერც ერთ ზემოთ აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას ვერ უსურვებს.

"რამე გვეტყობა მაგისი?! ერთი შემიძლია გითხრათ. წარმატებას ვერ ვუსურვებთ ვერც ერთ მათგანს, რადგან ეს არ იქნება ქვეყნის წარმატება. მართლაც, კარგი იქნება თუ გამოჩნდება ღირსეული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა სუბარმა.