გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე „ინტერპრესნიუსისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე „ინტერპრესნიუსისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე “ინტერპრესნიუსისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სააგენტოსთან საუბარში ინფორმირებული წყარო ჰყვება, მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სამხედრო პირი, მერაბ კობიაშვილი ტაქსის მძღოლად მუშაობდა და ტურისტებს ემსახურებოდა. წყაროს ცნობითვე, მკვლელობამდე დაახლოებით, 2 კვირით ადრე, ინციდენტში მონაწილე პირებისა და გარდაცვლილის მხრიდან ბელარუს ტურისტებთან ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც ტურისტები სასტიკად სცემეს.

„როგორც ვიცი, ინციდენტში მონაწილე პირებმა ბელარუს ტურისტებს ბარში არარეალური თანხა გადაახდევინეს, რასაც მოჰყვა დაპირისპირება. თავის მხრივ, კობიაშვილმა მომხდარის გამო უსაყვედურა გარდაცვლილსა და მის მეგობრებს, რაზეც ისინი განაწყენდნენ და კობიაშვილს დაემუქრნენ. ორი კვირის მერე კობიაშვილმა, სავარაუდოდ, იგივე ბარში უკვე ფრანგი ტურისტები მიიყვანა, მის გამოჩენას კი აღნიშნული პირების მხრიდან აგრესიული დამოკიდებულება მოჰყვა - ისინი კობიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ“, - აცხადებს ინფორმირებული წყარო.

ასევე, როგორც წყარო ჰყვება, ბრალდებულმა ცეცხლნასროლი ჭრილობა თავისივე იარაღიდან მიიღო, რის შემდეგაც ინციდენტში მონაწილე პირებმა ის წააქციეს და ძირს დაგდებულს სცემეს“.

ცნობისთვის, 17 თებერვალს, გუდაურში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ყოფილი სამხედრო, მერაბ კობიაშვილია დაკავებული, რომელსაც მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საავადმყოფოში - "ჯეო ჰოსპიტალსში" ჩატარდა.

 

Katana . უფრო გასაგები ვერსია მაქვს წაკითხული:
ყოფილი სამხედრო, 08 წლის საქართველო-რუსეთის ომში ნაბრძოლი და ყველა ცხელ წერტილში უბედურება-გამოვლილ ახალგაზრდა კაცი - მერაბ კობიაშვილი, რომელმაც ბელარუსი ტურისტები ტაქსით აიყვანა გუდაურში, გამოესარჩლა მის მიერ მიყვანილ სტუმრებს, რადგან უნამუსოდ დიდი თანხა უანგარიშეს ბარში!..

ამას მოჰყვა კონფლიქტი მას და ბარის პერსონალს შორის და მუქარა იმათ მხრიდან... რაც აუსრულეს, როცა 2 კვირის შემდეგ, ახლა უკვე ფრანგი ტურისტებით, ისევ მიადგა იმავე ბარს: დაესია 5 კაცი და მისიკვდილებამდე სცემეს!.. მეტიც, ვერ მოიშორა თავიდან, სანამ იარაღი არ აიღო და არ ესროლა!..

ამის შემდეგ, პროკურორის განცხადება, რომ კობიაშვილმა "წინასწარ განზრახვით, შურისძიების მიზნით" მოკლა ერთი და დაჭრა მეორე... არის სრული ა ბ ს უ რ დ ი ! (გეგონება, ეს მიუვარდა ბარში იარაღით და ჩაცხრილა!).

ელემენტარულად, საღ გონებაზე მყოფ ადამიანს არ ეკადრება ასეთი ალოგიკური მსჯელობა და მით უმეტეს - პროკურორს!

ერთადერთი, რაშიც შეიძლება გაამტყუნო კობიაშვილი, ის არის, რომ ცემით არ მოეკვლევინა 5 თავდამსხმელს!
4 წლის უკან