ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსმა კიდევ 96 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1868-ს მიაღწია.

პარალელურად, იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობაც. ბოლო მონაცემებით, ინფიცირების 72 436 შემთხვევაა გამოვლენილი. ხოლო ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ახალი კორონავირუსით 25 ქვეყანაში 700-ზე ნაკლები ადამიანია ინფიცირებული.

კორონავირუსის ეპიდემიის შესასწავლად ჩინეთში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა. მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2002-2003 წლებში მწვავე რესპირატორული სინდრომის მსხვერპლთა რიცხვს გადააჭარბა.