ბონდო მძინარიშვილი: როგორი მაკედონელიც სააკაშვილია, ისეთივე დიოგენე ხარ შენც!

ბონდო მძინარიშვილი: როგორი მაკედონელიც სააკაშვილია, ისეთივე დიოგენე ხარ შენც!

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთ ქალაქში ყოფნისას ალექსანდრემ გამოჩენილი ფილოსოფოსი დიოგენე მოინახულა. დიოგენე მზეს ეფიცხებოდა, როდესაც ალექსანდრე თავისი სარდლების თანხლებით თავზე დაადგა.

- მე ალექსანდრე ვარ! - უთხრა მეფემ.

- მე კი დიოგენე! - უპასუხა ფილოსოფოსმა.

- მითხარი, რაც გინდა და შენს ნებისმიერ სურვილს ავასრულებ, - მიმართა ალექსანდრემ.

- თუ შეიძლება, ცოტა გვერდით გადექი, მზეს ნუ მიჩრდილავ, - უპასუხა დიოგენემ.

ამგვარმა პასუხმა სარდლები მეტად აღაშფოთა, თუმცა ალექსანდრემ ისინი დააშოშმინა და თავისთვის ჩაილაპარაკა:

- მე რომ ალექსანდრე არ ვიყო, დიოგენეობას ვისურვებდი.

ჰოდა, როგორი მაკედონელიც სააკაშვილია, ისეთივე დიოგენე ხარ შენც!

როცა შეხვდებით, მესამე-მეოთხეზე გაითვალეთ, მეტს მაინც ვერაფერს მოახერხებთ!

პრეზიდენტყოფილი რა "დემოკრატიის გაძლიერების ხედვაზე" უნდა ელაპარაკო იმ პრეზიდენტყოფილს, რომელმაც იმ სახელმწიფოს მოქალაქეობაზე თქვა უარი, რომლის მთავარსარდალიც იყო?!

გესმით მაინც, რას ბოდიალობთ?!

Maverick ბონდო მძინარაშვილს და მკითხველებს!
ამ თავგასიებულ პრეზიდენტყოფილს არ ესმის რასაც ბოდიალობს!
რატომ?!
პასუხს ქართველებზე თავის "ფილოსოფიურ" ნაბოდვარში წაიკითხავთ, სადაც ძირითადად თავის თავს გულისხმობს!
5 წლის უკან