ირაკლი შოთაძე თინა ბოკუჩავას: როგორც ვატყობ, თქვენ გინდათ ამ სკამზე ბრძანდებოდეთ და დაბრძანდით

ირაკლი შოთაძე თინა ბოკუჩავას: როგორც ვატყობ, თქვენ გინდათ ამ სკამზე ბრძანდებოდეთ და დაბრძანდით

მე როგორც ვატყობ, თქვენ გინდათ ამ სკამზე ბრძანდებოდეთ და დაბრძანდით, - ასე მიმართა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს თინა ბოკუჩავას, რომელიც შოთაძესთან მივიდა და გადასცა სია და ფოტოები, სადაც ბოკუჩავას თქმით, პოლიტპატიმრები არიან ჩამოთვლილი.

„რამდენი პოლიტპატიმარიც არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში, რომ იცოდეთ ყოველთვის იქნებიან ადამიანები, ვინც იბრძოლებენ სიმართლისთვის“, - უპასუხა თინა ბოკუჩავამ ირაკლი შოთაძეს.

მოგვიანებით, შოთაძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ უხერხულობას უნდა გრძნობდნენ ისინი, ვისაც შინაგანი კულტურა არ აქვს.

„აუცილებლად გაგეცემათ ყველა კითხვაზე პასუხი, გპირდებით. მე პატივს ვცემ პროცედურულ საკითხებს. მიმდინარეობს კომიტეტი და დავაცადოთ კომიტეტს მუშაობა“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.