პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, სადაც "ლელო საქართველოსთვის" და სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს, მოძრაობა "შეცვალე" მივიდა.
ისინი პარლამენტის კომიტეტში გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენას აპროტესტებენ. ბუშტებზე დამაგრებულია პლაკატი წარწერით "შოთაძის გაყალბებული საქმეები" . გარდა ამისა, მათ პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებულ ქუჩაზე წითელი საღებავით ნაფეხურები დახატეს, რაც აქტივისტების განმარტებით, ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდს ასახავს.
ამასთან, პარლამენტის უკანა შესავლელთან რკინის ჯებირებზე სტიკერები მიაკრეს წარწერით "შეცვალე".
"ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა კი პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებულ ბოძებზე სიმბოლურად თეთრი ძაფი გააბეს. მათი თქმით, ეს არის სიმბოლო იმისა, რომ "საქმეები თეთრი ძაფით იკერება".