ქართული საბავშვო ანსამბლი აშშ-ის საელჩომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ გაუშვა

ქართული საბავშვო ანსამბლი აშშ-ის საელჩომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ გაუშვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თელავის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მუხამბაზს“, ჰოლივუდში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად, ვიზის გაცემაზე უარი უთხრა.

ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის ლელა ხუციშვილის ინფორმაციით, საელჩოს მხრიდან უარის მიზეზი გაურკვეველია.

„წარმოდგენა არ გვაქვს რატომ გვითხრეს უარი. ჩვენ უკვე ნომრებს ვამზადებდით. ამხელა შრომა გავწიეთ, შესარჩევ ტურში გავიმარჯვეთ და ასეთი დარტყმა მივიღეთ უცბად. ქვეყნისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურის პოპულარიზაციის შესაძლებლობა. მე პირადად ოთხ ამერიკელ ოჯახთან ვმეგობრობ და ამერიკის კონსულმა „საუკეთესო მასპინძლის“ წოდებითაც კი დამაჯილდოვა. ყველა სახელმწიფო უწყებას მივმართავ, დაგვეხმარონ“, – განაცხადა ხუციშვილმა „პრაიმტაიმთან“.

სახელმწიფო უწყებების საქმეში ჩართვას ითხოვენ ანსამბლის წევრების მშობლებიც. ერთ-ერთი მშობლის, ლეილა გიორგელაშვილის ინფორმაციით, საელჩოდან მიღებული უარის გამო, მისი შვილი ანსამბლის დატოვებას აპირებს.

„აღარ ვლაპარაკობ თანხებზე, რაც საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დავხარჯეთ. ბავშვებმა იმდენი იშრომეს და ყველაფერი წყალში ჩაეყარათ. ამის გამო ბავშვი ანსამბლის დატოვებას აპირებს. ყველა უწყება უნდა დაგვეხმაროს, რომ ჩემპიონატში მონაწილეობა შევძლოთ“, – განაცხადა გიორგელაშვილმა.

განცხადება მომხდარი ფაქტის შესახებ, ანსამბლის დამფუძნებელმა უკვე გაგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დღეს ანსამბლი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრსაც მიმართავს.

საჩივრის წერილი საქართველოში უკვე გამოაგზავნეს ჩემპიონატის დირექტორატიდან.

ქორეოგრაფიული ანსამბლების მსოფლიო ჩემპიონატი „მსოფლიოს ვარსკვლავები“ 24 ივლისს, კალიფორნიაში ტარდება და მასში მსოფლიოს 70 ქვეყანა მონაწილეობს.

ჩემპიონატის საგზური „მუხამბაზმა“ 7 დეკემბერს, თბილისში გამართულ გამართულ შესარჩევ ტურში მოიპოვა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად, ანსამბლის 15 კაციან შემადგენლობას, სამგზავრო ბილეთები 22 ივლისისათვის ჰქონდა დაჯავშნილი.

Aburjga Tasmanieli გიამბობთ, თუ გიამებათ,
მე რაცა ვნახე, ეს არი,
დღე იყო მეტად მრისხანე,
ცა მოღრუბლული, მჭეხარი...
მივდივარ ტრიალს მინდორზე
თავ-მომწონარი მხედარი.
შავს ცხენზე ვიჯე, მიჰქროდა,
მეგონა, ვზივარ ქარზედა.
სამი დაენთო სანთელი
ჩემის ფრანგულის ტარზედა.
შუქი ციური ჯვარადა
გამომესახა ფარზედა.
მინდორი იყო ტრიალი,
არა რაი ჩნდა მაზედა,
ყოილი, ხშირი ყოილი
დაფენილიყო გზაზედა...
გავხედე, მინდვრად მოცურავს
შავი ვეშაპი ქშენითა,
ყოილთან მიწას მაჰლოკდა
ცეცხლის მსროლელის ენითა.
პირითაც ცეცხლი სდიოდა,
საზარელ იყო მეტადა.
მნახა, გულზვავად მომმართა,
ვუნდოდი დასაკვნეტადა.
პირი დააღო ვეება,
ჩასაყლაპავად მიტია,
მაგრამ ხმლითა ვეც, გავუპე
თავი, როგორაც ფიტია.
მოკლულმა შემომანთხია
ბოროტი სისხლი პირზედა.
ცხენი წამექცა, თვითონაც
მიწას დავეცი ძირზედა.
გონი წამსვლიყო.. გონთ მოვედ,
მეოცა სახილებელი:
ქვეშ მეგო თეთრი ლოგინი,
ტკბილადა საძინებელი,
გვერდს ეგდო ჩემივე ცხენი,
ცრემლითა სატირებელი;
თავს მედგა დიდი ჭანდარი,
სიცხეში საჩრდილებელი;
ზედ იჯდა ბერი ქედანი,
დამღუღუნებდა თავზედა.
მზეც ამობრწყინდა... მეჩვენა,
მნახა, გაბრუნდა წამზედა,
წითლად გაწირა ხოლოდა
ობოლი სხივი მთაზედა.
გაბრუნდა, თვალთ დამიბნელდა
და მიმეძინა მკლავზედა.
რა დაასრულა კვირიამ,
ჩაიკასკასა ტკბილადა.
ეწყინა ლუხუმს სიზმარი,
ცრემლები მოსდის წყვილადა:
- კეთილად ახდეს! - მაინც სთქვა
გულ-აჩუყებით, რბილადა.



VIII

სიზმრის თქმით ყველა ჩაფიქრდა,
დაბლა ჩაჰკიდა თავია...
გამოერკვივნენ მალევე,
გაჩნდა სხვა სანახავია:
ქვიშის ჩხრიალი მოისმა,
თან ფეხის ჩქამი ცხენისა...
ეს ვინ-ღა მოდის, ნეტარა,
ჩუმად, უძრავად ენისა?
დადუმდნენ, ზოგნი წამოდგნენ,
იქით მიაპყრეს თვალია...
თამამად, ვაჟკაცურადა
თავს წამოადგათ ქალია.
ცხენს იჯდა მამაცურადა,
წელთ თუმც არ ერტყა ხმალია;
ხელთ ეპყრა შუბი წვერ-მახვი,
მომისთვის მონაპარია.
5 წლის უკან
ფირცხალა მეჩვენება, თუ ყველაფერზე გარბიან ტელევიზასა თუ მასმედიაში მუხლგადაგლეჯილები და სახედახიკილები?! იმის მაგივრად რო ჯერ შესაბამის სტრუქტურებს მიმართონ და საბოლოო იმედის გადაწურვის შემდეგ გატელევიზორდნენ.
რაღაც ვერაა საქმე ისე, როგორც გამოიტანა პრესამ...
ჯერ პასუხი არ მიუღიათ და ბავშვის გაყვანას აანონსებს მშობელი... მეცნობა ეს ნარატივი...
გადააგვარა საზოგადოების რაღაც ნაწილი ნაცია@ნალებმა თავისი სატელიტი მასმედიით !!!
5 წლის უკან