გუდაურში მომხდარი მკვლელობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი. ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ყოფილი სამხედროა. გუდაურში მოკლული მამაკაცი 28 წლის თამაზ გორთამაშვილია. იგი ერთ-ერთ ღამის კლუბში ბარმენად მუშაობდა. ახალგაზრდა თბილისში უკვე ჩამოასვენეს.
მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლას წინ სიტყვიერი და ხელჩართული დაპირისპირება უძღოდა, რასაც შემდგომ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოჰყვა.
მოკლულის ახლობლებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ. როგორც ისინი აცხადებენ, თამაზ გორთამაშვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ახალგაზრდა გუდაურში ზამთრის სეზონზე ადიოდა და ბარმენობასთან ერთად, სნოუბორდის ინსტრუქტორადაც მუშაობდა.
შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის მამაკაცი მომხდარიდან მალევე დააკავა.