რამდენით შემცირდება კომუნალური გადასახადები და შემცირდება თუ არა ის საერთოდ?
ენერგოტარიფებზე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
რატომ ვერ ამცირებს მყისიერად ახალი ხელისუფლება კომუნალურ გადასახადებს?
საქმე შეიძლება გვქონდეს დანაშაულებრივ მემორანდუმთან, რომელიც ნიკა გილაურის და ზურაბ ნოღაიდელის მთავრობებს, რუსულ "რაოსთან" და ჩეხურ "ენერგო პროსთან" აქვს გაფორმებული.
საქართველოს მოსახლეობამ ტარიფში ჩადებული განაკვეთით 5 წლის განმავლობაში წინასწარ გადაიხადა ჰიდროსადგურების მშენებლობის ფული, რომლიდანაც დღემდე ამ საქმისთვის, არცერთი თეთრი არ დახარჯულა.
არადა საუბარია ასეულობით მილიონ ლარზე.
ახალი ხელისუფლება სწორედ ამ ხელშეკრულებების გადახედვით აპირებს პირველ ეტაპზე ელექტროენერგიის გადასახადის შემცირებას, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ 700-ს მილიონიანი შეუსრულებელი ვალდებულებით გამოძიებაც დაინტერესდეს.