ჰაიტიზე ბავშვთა სახლში ხანძარი გაჩნდა, ხანძრის შედეგად 15 ბავშვი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც ცნობილია, ცეცხლი არალიცენზირებულ ბავშვთა სახლში გაჩნდა, სადაც ბავშვთა აღზრდისათვის შეუსაბამო პირობები იყო. ადგილობრივების ცნობით საბავშვო ბაღში ელექტრო ენერგიის ნაცვლად სანთლებს იყენებდნენ.
ტრაგედიის ზუსტი მიზეზი ამ დროისათვის დაუდგენელია, მიმდინარეობს გადარჩენილი ბავშვების სხვა შენობებში განთავსება.
ცნობისთვის ჰაიტიზე 730-მდე ბავშვთა სახლია, რომელთაგან 15% არალიცენზირებულია და გამოირჩევა ბავშვებისთვის შეუსაბამო პირობებით.