როგორი იქნება მეცხრე არხის მომავალი-პრემიერ-მინისტრის განცხადებებზე დღეს არხის გენერალური დირექტორი განმარტებებს აკეთებს. ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლამდე ტელევიზიის სავარაუდო მოდელთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე გავლილი იყო და კახა ბექაური შესაბამის ინფორმაციას ფლობდა. საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაერთიანება ან მეცხრე არხის ბაზაზე საზოგადოებრივი არხის გაკეთება-სწორედ ამ ორ მოდელზე ისაუბრა გუშინ ჟურნალისტებთან ივანიშვილმა. არგუმენტი ასეთია-მას, როგორც პრემიერს, მეუღლის საკუთრებაში არსებული ტელევიზია უხერხულობას უქმნის.