თურქეთმა სირიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება დაგმო

თურქეთმა სირიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება დაგმო

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო სირიის გადაწყვეტილება ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ. შესაბამისი განცხადება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„სირიის რეჟიმის პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც 1915 წლის მოვლენებს ე.წ. გენოციდად აღიარებს, ყურადსაღები მაგალითია. ეს ფარისევლობის გამოვლინებაა იმ რეჟიმის მხრიდან, რომელიც წლების განმავლობაში სასაკლაოს აწყობდა, მილიონობით ადამიანი გაყარა საკუთარი სახლებიდან და ქიმიური იარაღი გამოიყენა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სირიის პარლამენტმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი აღიარა. რეზოლუცია სირიელმა კანონმდებლებმა თურქეთთან გართულებული ურთიერთობის ფონზე მიიღეს.