საგარეო უწყება:  არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ გერმანელი და ფრანგი პარტნიორები - დიპლომატიური სამსახური ვერ აყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს

საგარეო უწყება:  არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ გერმანელი და ფრანგი პარტნიორები - დიპლომატიური სამსახური ვერ აყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს

ჩვენ არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს, - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის მოწოდებას, რომ მთავრობამ საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ის ერთობლივი წერილი გამოაქვეყნოს, რომელიც საქართველოს მთავრობას გამოუგზავნეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წერილის გამოქვეყნება მათი პრეროგატივა არ არის.

„წერილის გამოქვეყნება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა და ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებენ, რადგან წერილი საკმაოდ დაბალანსებული, მხარდამჭერი და კონსტრუქციულია.

ჩვენ არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა მთავრობას მოუწოდა, გამოაქვეყნოს საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი მიმართვა.

Aburjga Tasmanieli საგარეო საქმეთა სამინისტროვ, ეს წერილი - საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი მიმართვა, მარტო თქვენ გეხებათ, საიდუმლო რატომ არის?! საუხერხულო რატომაა მისი გამოქვეყნება, რაო რა წერია ასეთი?! პირდაპირ გვემუქრებიან მალე დავქინძავთ უკანასკნელ ტრადიციული ორიენტაციის ქართველსო თუ რა ჯანდაბა უნდათ?!
5 წლის უკან