საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 472 920 ღერი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 472 920 ღერი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს

1 იანვრიდან 11 თებერვლის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სულ ამოღებულია აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული 23 646 კოლოფი - ჯამში, 472 920 ღერი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი. აქედან, 170 შემთხვევაში, გამოვლენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, რის შედეგადაც ამოღებული იქნა 21 018 კოლოფი (420 360 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, ხოლო 4 შემთხვევაში, გამოვლენილია სისხლის სამართლის დანაშაული, რის შედეგადაც ამოღებულია 2 628 კოლოფი (52 560 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.