იდეალური დესერტი მეგობრული საღამოებისთვის - ვენური პეროგი

იდეალური დესერტი მეგობრული საღამოებისთვის - ვენური პეროგი

ინგრედიენტები


კარაქი - 180 გ


ფქვილი - 200 გ


კვერცხი - 4 ცალი


გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ


ალუბალი - 500 გ


ნუში - 150 გ


ნიგოზი - 100 გ


ვანილი - 10 გ


მარილი - მწიკვი


მომზადების წესები


კარაქი,შაქარი და 1 ს/კ ფქვილი ადღვიბეთ მიქსერით.


ამის შემდეგ დაუმატეთ 4 ადღვებილი კვერცხი და ვანილი. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი,გამაფხვიერებელი და მწიკვი მარილი


საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი ან მარგარინი, მოაყარეთ დაფქული ნიგოზი, მოათავსეთ ცომი,ზემოდან მოაწყვეთ ალუბალ და  ნუში და კოვზით ჩაპრესეთ ცომში.


გამოაცხვეთ 200  გრადუსზე 25-30 წუთის განმავლობაში.