კიდევ ერთი ახალი არხი ქართულ ტელესივრცეში. ტელეკომპანია GDS, რომელიც საცდელი მაუწყებლობით უკვე რამდენიმე თვეა ეთერშია, ხვალიდან მაყურებელს მრავალფეროვან შემეცნებით-გასართობ გადაცემებს შესთავაზებს. ლიტერატურული უწონადობა, ლეგენდა, ჯიდიპედია, დროის მანქანა ეს არასრული ჩამონათვალია იმ გადაცემებისა რომლებსაც მაყურებელი 23 ნოემბრიდან იხილავს.