ქუთაისში პარლამენტის მშენებლობაზე ბოლო მონაცემებით 360 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა და ამ დრომდე გრძელდება. კანონმდებლებს მუშაობა კვლავ სახიფათო პირობებში უწევთ, დღეს კომიტეტის სხდომის პროცესში ჭერიდან განათება ჩამოვარდა. მსგავსი ინციდენტების გამომწვევ მიზეზებს უახლოეს მომავალში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა ერთხმად მიიღო.