სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

11 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, სოფელ რიყეში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის ჯამში 5,680 ღერი ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.