ჩუღურეთის რაიონში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში,„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, კუმისის N3 ა-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე სამი ოჯახი ცხოვრობს,პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონის სეისმიური სარტყელი და საძირკვლის ფილა მოეწყობა. სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „გილი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 89 500 ლარია. რაიონში მსგავსი სამუშაოები კიდევ ცხრა მისამართზე მიმდინარეობს.