აჰმედ ჩატაევის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან გადაასვენეს და ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ დაკრძალეს

აჰმედ ჩატაევის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან გადაასვენეს და ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ დაკრძალეს

საერთაშორისო ტერორიზმში მხილებული აჰმედ ჩატაევის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან გადაასვენეს და ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ დაკრძალეს.

ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ექსპერტიზის ბიუროში დაუდასტურეს, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად ვინ წაიღო ცხედრის ნაწილები და სად მიაბარეს მიწას ჩატაევი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა.

საერთაშორისო ტერორისტთა სიაში მყოფმა აჰმედ ჩატაევმა და მისმა დაჯგუფებამ სპეცდანიშნულების რაზმს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, საბოლოდ კი ალყაში მყოფმა ჩატაევმა თავი აიფეთქა. სწორედ ამ დროიდან მისი დანაწევრებული ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ინახებოდა.