ირაკლი კობახიძე: „77/73-ზე სისტემის შემთხვევაში, “ნაცმოძრაობა” თავისი “შმაცებით” და “შმაცუნებით” საერთოდ გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან“

ირაკლი კობახიძე: „77/73-ზე სისტემის შემთხვევაში, “ნაცმოძრაობა” თავისი “შმაცებით” და “შმაცუნებით” საერთოდ გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან“

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოპოზიცია ხელისუფლების საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით, შეთავაზებას არ დათანხმდება, ეს მათთვის უარესი იქნება და “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური სპექტრიდან გაქრება.

“თუ დარჩება 77/73-ზე და არა 100/50-ზე, ამ შემთხვევაში, ძალიან მაღალი ალბათობით, “ნაცმოძრაობა” თავისი “ევროპული საქართველოთი,” თავისი დანაყოფებით, შმაცებით და შმაცუნებით საერთოდ გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, რაც ქვეყნისთვის არის ძალიან კარგი. თუ “ნაცნოძრაობა” აღარ იქნება პოლიტიკურ სისტემაში, ეს გაუხსნის გზას ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს იმისათვის, რომ ისინი შემოვიდნენ პოლიტიკურ პროცესებში,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია თუ კიდევ ერთხელ მიიღებს ირაციონალურ გადაწყვეტილებას, მათთვისვე იქნება უარესი.

“ოპოზიციას კიდევ ერთხელ შეუძლია გადადგას ირაციონალური ნაბიჯი, რომელიც გადადგეს ჯერ 2016 წელს, შემდეგ 2017 წელს. გახსოვთ, რომ მაშინ შეთავაზება იყო, რომ ორსაფეხურიანი რეფორმა გატარებულიყო. ჯერ დარჩენილიყო შერეული სისტემა, მერე ყოფილიყო პროპორციული. ორჯერ თქვეს მათ ამაზე უარი და შესაბამისად, მიიღეს მათთვისვე უარესი შედეგი. აქედან გამომდინარე, თუ კიდევ ერთხელ მიიღებენ ირაციონალურ გადაწყვეტილებას, ეს მათთვისვე იქნება უარესი“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.