გიორგი გახარია: ” წელს, ადამიანის უფლებების სტრატეგიის ახალ ეტაპზე ვიწყებთ მუშაობას”

გიორგი გახარია: ” წელს, ადამიანის უფლებების სტრატეგიის ახალ ეტაპზე ვიწყებთ მუშაობას”

წელს, ჩვენ ვიწყებთ ადამიანის უფლებების სტრატეგიის ახალ ეტაპზე მუშაობას, რომელიც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, პრემიერმა ისაუბრა დონორთა ფორუმის შესახებ, რომელიც მისი თქმით, ძალიან წარმატებით ჩატარდა.

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით, რეფორმების გატარების თვალსაზრისით და პროცესში. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის ძირითადი პრიორიტეტია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილები, განათლების რეფორმა, ასევე, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სფერო და ღია მმართველობაა. ეს ყველა ის მიმართულებაა, რომელიც დონორთა კონფერენციის ფარგლებში დეტალურად იყო განხილული და სადაც ჩვენ სრული მხარდაჭერა მივიღეთ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამ სფეროებში გასატარებელი რეფორმების თვალსაზრისით. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ ყოველთვის, 2012 წლიდან ადამიანის უფლებები ჩვენი მთავრობის ცენტრში გახლდათ. სწორედ, 2013 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის  დავალებით მუშაობა დაიწყო ადამიანის უფლებების გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელიც სრულად იყო შესრულებული. თითოეული რეფორმის თვალსაზრით, თითოეული რეფორმის გატარების დროს ადამიანის უფლებების სტრატეგია სრულად იყო გათვალისწინებული. წელს, ჩვენ ვიწყებთ ადამიანის უფლებების სტრატეგიის ახალ ეტაპზე მუშაობას, რომელიც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, რომლის შექმნის პროცესში ჩვენ ყველა შესაძლებელ პლატფორმას გამოვიყენებთ, როგორც ქვეყნის გარეთ საერთაშორისო შესაძლებლობას, ასევე ქვეყნის შიგნით. მოგიწოდებთ თითოეულმა თქვენგანმა, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში აქტიური მონაწილეობა მიიღოთ“, – მიმართა გიორგი გახარიამ მთავრობის წევრებს.