დეპუტატების ძვირადღირებული ავტომანქანები. ქართველ კანონმდებლებში განსაკუთრებული პოპულარობით ჯიპი სარგებლობენ. დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ ავტომანქანები მათი პირადი საკუთრებაა და ცოტა ხნის წინ შეიძინეს. ნაწილი ამბობს, რომ არც სახელმწიფო და არც პირადი მანქანა არ ემსახურება და ახლობლის მანქანის დადის, ნაწილს კი იმდენად აღიზიანებს მსგავსი კითხვა, რომ ჟურნალისტის გონებრივ შესაძლებლობებში ეჭვი შეაქვს.
ინფორმაციას ახალი მანქანების შეძენასთან დაკავშირებით არ ადასტურებენ პარლამენტში. აპარატში განაცხადეს, რომ ავტოპარკი დიდი ხანია არ განახლებულა.