საეჭვო ფინანსური სქემა საპარტნიორო ფონდში. საქმე ორას მილიონიან პროექტს ეხება, რომლის დაფინანსება ფონდის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ინვესტორის ნაცვლად ტვირთად სახელმწიფოს აკიდა. გარდაბანში ასაშენებელი თბოსადგურის თანხა, დღეს სახელმწიფო საწარმოების გასასტუმრებელი გახდა, მაშინ როდესაც 220-ც მეგავატიანი ენერგო ობიექტი რუსულ "ინტერ რაოეესს", 5 წლის განმავლობაში თბილისელებისთვის ტარიფში ჩადებული დამატებითი თანხით უნდა აეშენებინა. იკვეთება თუ არა კორუფციული სქემა? პროექტისთვის, რომლის მშენებლობაც ჯერ არ დაწყებულა და რომლის ეკონომიკური მიზანშეწონილობის დასაბუთება დღემდე არ არსებობს, ნიკა გილაურს 50 მილიონი დოლარი, საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, თურქული კომპანიისთვის აქვს გადახდილი.