ჩუღურეთის გამგებელმა გერმანიის ელჩს უმასპინძლა

ჩუღურეთის გამგებელმა გერმანიის ელჩს უმასპინძლა

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ რაიონის ადმინისტრაციულ შენობაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა. შეხვედრის მიმდინარეობისას, რაიონის გამგებელმა სტუმრებს მოკლედ უამბო ჩუღურეთის რაიონის ისტორიის შესახებ. „საქართველოსა და გერმანიას დიდი მეგობრობა აერთიანებს. თანამშრომლობა და პარტნიორული ურთიერთობა დღემდე აქტიურად გრძელდება. გერმანელ არქიტექტორებს და ინჟინრებს ჩვენს რაიონში არაერთი ულამაზესი სახლის დაპროექტებასა და მშენებლობაში მიუღიათ მონაწილეობა. ამის თვალსაჩინო მაგალითია დღევანდელ აღმაშენებლის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობები, რომლებიც საუკუნეებზე მეტია ამშვენებს დედაქალაქს. საზოგადოებისთვის გვაქვს სიახლე, გერმანიის საელჩო გადმოვიდა ჩვენს ისტორიულად ძველ უბანში, ნინო ჩხეიძის N38-ში. ჩვენ მზად ვართ, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შევუწყოთ გერმანიის საელჩოს თავის საქმიანობაში“, - აღნიშნა ზურაბ ჩიკვილაძემ. შეხვედრის ფარგლებში, რაიონის გამგებელმა და გერმანიის ელჩმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.