მალხაზ მაჩალიკაშვილმა „იმედის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა „იმედის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილიც იმყოფება. მას ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს, თუმცა მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ არ ისაუბრებდა, ვიდრე ტელეკომპანია „იმედის“ მიკროფონს ხედავდა. მან „იმედის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.


„ერთადერთი ადამიანი მე ვიყავი ხეობაში, რომელიც ვებრძოდი ახალგაზრდობას ჩატაევის გამო. ჩემ გარშემო ჩატაევის სახელოს ხსენების უფლება არავის ჰქონდა და დღეს რა ხდება, ზუსტად ეს აჩვენებს მთელს საქართველოს, რამდენად სიბინძურეა მედიები, „იმედი“ და „იმედთან“ დაკავშირებული ყველა და დღევანდელი ხელისუფლება. პირდაპირ ამის მერე მიკავშირებენ მე. ამ სიმართლით ვცხოვრობთ დღეს და ამ სიმართლით ეცხოვროს მთელ „ქართულ ოცნებას“. რასაც მე გავდივარ, ეს ცხოვრება გაევლოს „ქართული ოცნების“ მოდგმას და „იმედის“ რეპორტიორებსა და წარმომადგენლებს“, – თქვა მაჩალიკაშვილმა.