ჩუღურეთის რაიონში, სენაკის N15-ში, 6 მეტრი სიმაღლის გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პროექტი გააცნო. აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ნიუ ჰაუსი“ ასრულებს და მისი ღირებულება 25 000 ლარია.