აზერბაიჯანის სახელმწიფო ანსამბლმა ქართული ცეკვა მოიპარა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ანსამბლმა ქართული ცეკვა მოიპარა

აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ცეკვის ანსამბლმა ქართული ცეკვა მოიპარა. ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი აცხადებს, რომ ეს მეზობელი ქვეყნის მიერ საქართველოს უპატივცემულობაა და შესაბამისი ზომების განხორციელებას მოითხოვს:

"რასაც ეს აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ცეკვის ანსამბლი აკეთებს არის საქართველოსადმი ძალიან დიდი უპატივცემულობაა. მეზობელმა, რომელმაც უსინდისოდ წაგვართვა "დავით გარეჯი", ახლა თავიდან ბოლომდე თავის რეპერტუარში შეიტანა ქართული ხალხური ცეკვის აზრი, ხასიათი და მთლიანი ქორეოგრაფიული სტრუქტურა. ფაქტიურად უსინდისოდ მიიტაცა ქართული ცეკვით, (ქორეოგრაფიით) ახსნილი ჩვენი ერის ისტორია. რა ლამაზად დაუდიათ თავიანთი მუსულმანური მელოდიები, მალე ვერც მივედავებით!

კითხვა მაქვს! კულტურის სამინოსტრო - როდის უნდა მოიპოვოს ქართულმა ცეკვამ ძეგლის სტატუსი? არ იმსახურებს ჩვენი ერი ამას? აბა მე-9 საოცრებად აღიარესო, რომ ყვებოდნენ ვიღაც ტანციორებისგან შემდგარი ხალვარისტები?! ფარდები 200-ჯერ აწეულა თურმე, თუ თოკი გაიჭედა ზამბარაში?

ეს ადრე უნდა გვეფიქრა და "იუნესკოსთან" ერთად დაგვეცვა ჩვენი ერის კულტურა, რომელიც ვინ უწყის რომელი საუკუნიდან იღებს სათავეს. არ შეიძლება რაიმე ოთახი გახსნათ სამინისტროში, სადაც შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს დაალაგებს? მე ვითავებ, არ მეზარება და არ მინდა "ექვთიმეობა". შევკრიბავ რამოდენიმე ადამიანს და ნახეთ 2-3 წელიწადში რა შედეგებიც გვექნება.

გული გამისკდა რაც ვნახე! ეს არის ჩვენი ერის დიდი უპატივცემულობა და ფაქტიურად ქორეოგრაფიული ანექსია"

artinfo.ge

trampi როცა პაატრონი არა ყავს, მოიპარავენ აბა რას იზამენ....
.გარეჯი ხომ ისედაც მაგათია(უკვე)
უპატრონო საყდარსაო ყვავყორნები ეპატრონებიანო
ესეა ესე
5 წლის უკან