მონუმენტი არ აშენებულ ქალაქ ლაზიკაში, ბულვარი და ლაზიკამდე მისასვლელი გზა სახელმწიფო ბიუჯეტს 13 მილიონ 300 ათასი ლარი დაუჯდა. ხარჯებს რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან იხარჯებოდა რეგიონული განვითრაებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დღემდე ასაიდუმლოებდა.
ახალი მინისტრი აცხადებს რომ ლაზიკასთვის კიდევ უფრო მეტია დახარჯული ვიდრე დღეს არის ცნობილი, თუმცა ზუსტი ინფორმაცია კონკრეტული პროექტისა და ზუსტი ხარჯთაღრიცხვის არარსებობის პირობებში შეუძლებელია.
ერთადერთი რაც ცნობილია:სახელმწიფო თავად ქმნიდა კომპანიებს, რომელიც ფონდიდან გადარიცხულ თანხებს განკარგავდა.