ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, გოცირიძის N5-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე სამი ოჯახი ცხოვრობს. პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონის სეისმური სარტყელი და საძირკვლის ფილა მოეწყობა. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „რესტავრატორი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 44 400 ლარია. რაიონში მსგავსი სამუშაოები კიდევ 9 მისამართზე მიმდინარეობს.