ჩუღურეთის რაიონში მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

ჩუღურეთის რაიონში მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

ჩუღურეთის რაიონში, პასტერის N14-ის მიმდებარედ, მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე ეწყობა. მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას პროექტი გააცნო.

ახალი სკვერისთვის შერჩეული ტერიტორია აღიჭურვება საჭირო ინვენტარით, განათების სისტემით, შემოიფარგლება უსაფრთხოების მოაჯირებით, დაირგვება ყვავილები და ხე-მცენარეები, ასევე საბაღე გაზონი. გარდა ამისა, საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდება ფილებით, მოეწყობა ბორდიურები, საბავშვო ზონა და განლაგდება საპარკე ავეჯი. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 37 000 ლარია.