მეცხრე არხის ექსკლუზივი. თქვენ ახლა იმ კადრებს ნახავთ, რომელიც დღეს ეთერში არ გასულა. კადრები მეცხრე არხის ბრიუსელის ბიურომ პარიზში გუშინ, ირაკლი ოქრუაშვილის სახლში გადაიღო. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ოჯახს ემშვიდობება და სამშობლოში ბრუნდება იმისთვის, რომ სამართალდამცველებს ჩაბარდეს.