საპატრიარქოში აცხადებენ, რომ თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო მის ბალანსზე არ არის, ამიტომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნას შენობის დემონტაჟის შეჩერების შესახებ საპატრიარქო ვერ გაითვალისწინებს. 2007 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან და შეზღუდული პასუხისმგებლონბის საზგადოება ემჯიაისთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შენობის მყიდველს დაეკისრებოდა ვალდებულება, რომ აეშენებინა ახალი შენობა. შენობა აშენდა გორგასლის ქუჩაზე და პერსონალიც უკვე გადასულია.