ლევან იზორიას პასუხი ყველა კითხვაზე (ვიდეო)

ლევან იზორიას პასუხი ყველა კითხვაზე (ვიდეო)

Katana . ამ ინტერვიუმდე უფრო ნაკლები შეკითხვები მქონდა! :))
4 წლის უკან
Katana . რადგან ეს ინტერვიუ კვლავ აქ დევს (ანუ, აქტუალობას არ კარგავს), მინდა ორიოდე სიტყვა მეც "შევაწიო"... თუმცა აქვე დავამატებ, რომ არც იზორიებს ვიცნობ და არც ამ პოლიციელის არსებობა გამიგია დღემდე.

ბ-ნი იზორია ბრძანებს, რომ პოლიციელ დვალიშვილს არ ჰქონდა იურიდიული საფუძველი, ხელბორკილი დაედო მისი ძმისთვის...
საინტერესოა, სამართლის დოქტორ, პროფესორ იზორიას აზრით, რა უნდა ქნას პოლიციელმა, როცა მოქალაქე მის თვალწინ არღვევს კანონს - მანქანას აყენებს ამკრძალავი ორი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში, დემონსტრატიულად აცხადებს უარს შეასრულოს პოლიციელის მითითება მანქანის გაყვანის შესახებ
(" -არ გავიყვან!"), ბილწსიტყვაობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ხმამაღლა იგინება, შეურაცხყოფას აყენებს პოლიციელს, რომელიც კორექტულად მოუწოდებს მას, დაემორჩილოს კანონს, აყენებს მას შეურაცხყოფას - გიჟი ხარო, ეუბნება!.. აშინებს თავისი ძმით (ვიდეოში მკაფიოდ ისმის პოლიციელის პასუხი - ვისი ძმაც გინდა, იყავიო!.. - უწევს ფიზიკურ წინააღმდეგობას...
კიდევ რა უნდა ქნას მოქალაქემ, რომ მას ხელბორკლი დაადოს სამართალდამცველმა?
თავის დროზე, ნანახი გექნებათ ვიდეო: პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსის ქალიშვილები ხელბორკილით გამოაბუნძულა პოლიციელმა ბარიდან - ჯერ 18 წელი არ შეგსრულებიათ და ლუდს რატომ წრუპავდითო!..
აშშ მოქმედი პრეზიდენტის ქალიშვილები!!!
ესენი კი... იზორიას კანონდამრღვევ ძმას როგორ გაუბედა, თურმე, ვიღაც პოლიციელმა, რომ ხელბორკილი დაადოო!
იზორიების დედამაც კარგი არგუმენტი იპოვა შვილის გასამართლებლად: ფსიქიური საავადმყოფოს პაციენტია და რა გინდათ მისგან, თქვე არაადამიანებოო!..
უკაცრავად, მაგრამ არც ამ ქალბატონმა, არც მისმა სამართლის დოქტორმა შვილმა არ იციან, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი საჭესთან არ უნდა იჯდეს?!
ინტერვიუში იქით დაადეს ვალი პოლიციელს - რატომ ინახავდა ამ ვიდეოს, თუ კაი კაციაო!
ახსნა პოლიციელმა თავისი საქციელი ძალიან დამაჯერებლად, მაგრამ ამათ - ვითომ არც წაუკითხავთ!
არ არის ეგ ინტერვიუ მართალი კაცების საუბარი!
4 წლის უკან